გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან მაჭავარიანი საქართველოს უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელზე: უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება

12-02-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ევროპის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს აფასებს, რომელშიც საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა.


მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმი სწრაფი ტემპით იზრდება, რაც უძველესი ისტორიის, ტრადიციების, ბუნებისა და სამზარეულოს გარდა, სწორედ უსაფრთხო გარემოთია განპირობებული.


„ჩვენი უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ულამაზესი ბუნების, უგემრიელესი სამზარეულოს და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება." - წერს ლევან მაჭავარიანი X-ზე.


სტატისტიკის თანახმად, მარტო გადაადგილების მხრივ, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ხუთეულშია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვეიცარია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი და ფინეთი.