გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

12-02-2025

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


ონის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარებაზე.


ინფორმაციის შეჯამების შემდგომ, მერმა გასული კვირის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა.


მერის განცხადებით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე იაპონიის ენერგო ასოციაციის (JEA) -ის წარმომადგენლებისთვის მოხდა რაჭის რეგიონის ძირითადი საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.


სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კულტურული კავშირების გაღრმავებასა და თანამშრომლობის გამყარებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მუნიციპალიტეტს და რეგიონს განვითარებაში.