გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცოტნე ანანიძე: ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებაზე, დედამიწაზე კი არა კოსმოსშიც გაუშვებდა „ჩაკრულოსთან“

12-02-2025

ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.


მისივე განცხადებით, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში.


„ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა იმიტომ, რომ პრაქტიკულად საქართველოზე იყო მთელი ადმინისტრაცია გადმორთული ამ თვალსაზრისით. ამიტომ, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში დღეს, აქვე, რომ პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.