გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყაჩაღური თავდასხმები აფხაზეთში

11-12-2017

დე ფაქტო აფხაზეთში გასული კვირაში რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. 8 დეკემებერს ღამით ტყვარჩელის რაიონის გამგეობაში სამი ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ რაიონის ხელმძღვანელმა აიდა ჩაჩხალიამ განუცხდა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ადმინისტრაციის შენობაში საპირფარეშოდან შეაღწიეს, დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და ბუღალტრის ოთახში შეიჭრნენ. სავრაუდოდ, ფულის წასაღებად, რადგან იმ დღეს ხელფასები გაიცა. თუმცა, ჩაჩხალიას განმარტებით, თანხა უკვე გადარიცხული იყო და ის შენობაში არ ინახებოდა.  ამდენად, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ტყვარჩელის ადმინისტრაციის შენობაზე ყაჩაღური თავდასხმის მეორე შემთხვევაა, მიმდინარე წლის ზაფხულში თავდამხსმელებმა შენობიდან 90 ათასი რუბლი გაიტანეს.

ამავე ცნობით, 9 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სასამართლო ინსპექციის შენობა გაძარცვეს. წაღებულია კომპიუტერები და პირადი ჯილდოები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: რადიო "ათინათი"