გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეროვნულმა ბანკმა სს „კრისტალზე" მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გასცა

12-02-2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „კრისტალზე" მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გასცა.


სს „კრისტალი" მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე, წარმოადგენდა ერთ-ერთ მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდგომ, სს „კრისტალს“ შეეძლება უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდოს მომხმარებლებს, რაც უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიურ დაფინანსებასა და ბაზრისათვის სხვადასხვა ახალი ტიპის პროდუქტის შეთავაზებას. ამასთან, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) ჩართვა, საშუალებას მისცემს გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ.


ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორში კონკურენციის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, რაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.