გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ისეთი პროქართული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში გერმანულმა პარტია - AfD-მა დაარეგისტრირა მხარდაჭერას ჰპოვებს, ვინაიდან იქ კვლავ „დიფ სთეითი" მძლავრობს

13-02-2025

გერმანულ პარტია AfD-სა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა „ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციის დარეგისტრირება ევროპარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი" დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი, თავისთავად, საინტერესოა.


„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი ჰპოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს „დიფ სთეითი", თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი,"- განაცხადა პრემიერმა.