გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

14-11-2018

„ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“ - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის კომენტირებისას.


მისი თქმით, პირველ ტურში ჩატარებული კვლევა არჩევნების შედეგებს აცდა.


„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები პირველ ტურში, როდესაც ორივე შემთხვევაში მთლიანად აცდა არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგებს ვიხილავთ ერთად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ოფიციალურ შედეგს და ნახავთ, თუ რა იქნება და როგორ იქნება. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.