გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

13-02-2025

ქალაქ კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო.

მიკრორაიონის დასახლებაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე #1 და #2 მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების კვარტალურ ეზოებში მშენებელი კომპანია ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოს ახორციელებს.


სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


მიკრორაიონის დასახლებაში მერიამ გასულ წელს აღადგინა არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, მიმდებარედ მოაწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, მანამდე კი გარე მომხმარების ფიტნეს ტრენაჟორები, ასევე დასასვენებელი სკვერი საბავშვო ატრაქციონებით. ახლა კი საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.