გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი კობახიძე: დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება

13-02-2025

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო.


“ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.