გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

14-02-2025

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან.


როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება.


სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნა ნათია თურნავას ასევე მიულოცეს მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ალტერნატიულმა დირექტორმა, შავი ზღვის სავაჭრო და განვითარების ბანკმა, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC).


გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.