14-11-2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის გაიმარჯვებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეფასებები, რაც მოვისმინეთ ევროპარლამენტის მიერ. მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი წარმატება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის წარმატებები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ასევე, შეფასება გაკეთდა და ევროპარლამენტარებმა საარჩევნო კამპანიას სამარცხვინო უწოდეს, როდესაც ხდებოდა ხელის შეშლა, თავდასხმა ქალ კანდიდატზე. არაერთი მაგალითი და შემთხვევა შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც მიდიოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს. იყო მცდელობები შეხვედრების ჩაშლისაც. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება არის თავდასხმები, შეურაცხყოფები და ა.შ.
ასევე, ვიცით, ევროპარლამენტარების მიერ ხაზი გაესვა, რომ რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს პრინციპულ არჩევანს და გაიმარჯვებს ქალი კანდიდატი, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.