გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ჭეიშვილი: გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს, თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს

15-02-2025

გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს, თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.


ჭეიშვილი კითხვით მიმართავს გიორგი გახარიას, რომლის უნდა იწამოს საზოგადოებამ, გახარიას წინა განცხადება ალან ბერსეზე, თუ ახლანდელი მისი საქციელი.


„გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს. რომელი ირწმუნოს საზოგადოებამ, ბატონო გახარია, თქვენი წინა განცხადება ბერსეზე, თუ ახლანდელი თქვენი საქციელი?! მერე ნუ გიკვირთ, როცა ოპოზიციის ასეთ უპრინციპო საქციელს შესაბამისად აფასებს საზოგადოება,“- წერს ირაკლი ჭეიშვილი.