გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ბექა ძამაშვილი: როდესაც გვიწევდა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მუშაობა, ამოცანა იყო, დაგვედგინა რუსეთის პასუხისმგებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი ჯარისკაცების ღირსება აღგვედგინა და დაბრალება იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული - ამისგან გადაგვ

17-02-2025

მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძელით მტკიცებულებები შეგვეგროვებინა და დაგვედასტურებინა, რომ ნამდვილად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდებოდა დაბომბვა, აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ წარადგინა მტკიცებულების სახით გარემოება, რომ მაშინდელი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰქონდა Human Rights Watch-ის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის, ფაქტობრივად, აღიარებდა, რომ ქართულ დასახლებულ პუნქტებში ჩამოცვივდა საქართველოდან გასროლილი ჭურვები,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


ძამაშვილის განცხადებით, როდესაც მათ უწევდათ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მუშაობა, ამოცანა იყო ის, რომ, ერთი მხრივ, დაედგინათ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორღაც ქართველი ჯარისკაცების ღირსება აღედგინათ და ბრალდება იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული, როგორღაც ამისგან გადაერჩინათ სახელმწიფო.


„ეს იყო ისეთი მტკიცებულება, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენ რაც შევძელით წარგვედგინა, რომ ნამდვილად რუსეთის ფედერაციის მხრიდან იბომბებოდა ქართული დასახლებული პუნქტები, რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა არგუმენტად, კონტრმტკიცებულებად, აი, ის ინტერვიუ, რომელიც არ იყო უბრალოდ ვინმე პოლიტიკოსის გაკეთებული, ეს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გაკეთებული შეფასება, რომელიც დოკუმენტირებული იყო და Human Rights Watch-ის მიერ ანგარიში გადატანილი, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, მოხვდა სტრასბურგის სასამრთლოშიც, რადგან ეს მტკიცებულება რუსეთის ფედერაციას გააჩნდა.


ამ ვითარების შემდეგ, საბედნიეროდ, მოხერხდა ისე, რომ წინაპირობა იყო ის, რომ თითქოს 2008 წლის პირველივე თვეებიდან მოყოლებული, გარკვეულ წილად ქართული მხარეც, მაშინდელი ხელისუფლებაც, აღიარებდა, რომ, კი, ორივე მხარემ გარკვეული დარღვევები ჩაიდინა, არა თუ გარკვეული დარღვევები, ომის დანაშაული ჩაიდინა და როდესაც ჩვენ გვიწევდა ამ საქმეზე მუშაობა, ამოცანა იყო ის, რომ, ერთი მხრივ, დაგვედგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორღაც ჩვენი ჯარისკაცების ღირსება აღგვედგინა და ეს დაბრალება იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული, როგორღაც ამისგან გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფო და, საბედნიეროდ, მოხერხდა ისე, რომ, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ისე ჰააგის სასამართლოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, აქ საუბარია იამზე, რომ, რაც საქართველოს ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი, სრულად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და ასევე, ის 3 300 საჩივარი, რაც ვახსენე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტანილი, აი, ამ საჩივრებშიც საქართველომ სრული გამარჯვება მოიპოვა. ფაქტობრივად, დადგინდა, რომ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევიათ და ომის დანაშაულები არ ჩაუდენიათ,“ - განაცხადა ძამაშვილმა.