გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

საქართველოსა და სლოვაკეთის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

17-02-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღეს სლოვაკეთის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, რომელიც ქალაქ პოვაჟსკა-ბისტრიცაში გაიმართა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


სლოვაკეთის მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სჟაბოლს ჰოდოსი, ენერგეტიკული სექტორის გენერალური დირექტორი იან პეტროვიჩი და ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს დირექტორი ჯოზეფ ჰოლენჩიკი.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, ენერგეტიკული სექტორის რეფორმებისა და მარეგულირებელი ჩარჩოებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის აუცილებლობას.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და მის საინვესტიციო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. სლოვაკური მხარის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ენერგოსექტორის ხელშეწყობის სქემებით, რომელთა მიზანია დარგში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება.


აღინიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიზნეს ფორუმებისა და B2B შეხვედრების გამართვა ქართულ და სლოვაკურ კომპანიებს შორის.


შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალში უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ახალ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას.