გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს: 850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი

17-02-2025

„850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა.


ქადაგიძის თქმით, 1 120 000 ხმა ბევრად მეტია და როგორ ბედავს ოპოზიცია, რომ უმრავლესობის ნება უგულებელყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საშუალებით, არჩევანი წაართვას უმრავლესობას.


„850000 ადამიანმა ხმა მისცაო... ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგაზე ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000 ბევრად მეტია და როგორ ბედავთ, რომ უმრავლესობის ნებას უგულებელყოფთ, შეურაცხყოფას აყენებთ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საშუალებით ცდილობთ, არჩევანი წაართვათ უმრავლესობას?! კიდევ ერთი - თუ კი აღიარებთ, რა სპექტაკლები დადგით, რატომ გადააწვევინეთ თბილისი, თქვენს ექსტრემისტ ახალგაზრდებს და ზოგადად რას ითხოვთ, თქვენ თვითონ თუ იცით?!,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.