გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაშა ტალახაძე: შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია

14-11-2018

ძალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთგზის რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.


თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე.


სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.


სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.


შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.


მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს.


თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.


ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს“-წერს ლაშა ტალახაძე.