გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სესხების გაცემის ახალი წესი მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

14-11-2018

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.


ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პოლიტიკა/პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.


„აღსანიშნავია, რომ დებულების მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, რაც დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა).
დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური კომუნიკაცია წარიმართა დაინტერესებულ მხარეებთან და მათი ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა. დოკუმენტის განახლებული ვერსია საფინანსო ორგანიზაციებს გასაცნობად წარედგინათ“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.