გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თამარ ჩუგოშვილი: კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ვეროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი წარმატებულია

14-11-2018

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ვეროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი წარმატებულია“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.


„რაც შეეხება კორუფციის თემას, გუშინ ევროპარლამენტარს რებეკა ჰარმსს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა და ამბობდა იმას, რომ როდესაც კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი, ბევრ მათგანთან შედარებით ჩვენი ქვეყანა არის ამ მიმართულებით უფრო წარმატებული.


რაც შეეხება იმას არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე გასაკეთებელი, მე ვფიქრობ რომ არის. თუ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება მეტი განცდა იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი არის გამართული და ეფექტური და არც ერთი ფაქტი კორუფციისა ყურადღების მიღმა არ დარჩება და არ შერჩება არავის მსგავსი ქმედებები, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამ კუთხით რეფორმებს მხარს დავუჭერ. ჩვენ შეგვადარეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ ნაწილთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანების ნაწილთან შედარებითაც კი ამ კუთხით არა თუ არ ჩამოვუვარდებით, შეიძლება ვუსწრებდეთ კიდეც“-განაცხადა ჩუგოშვილმა.