გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ თელიანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

19-02-2025

2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ამჯერადაც პრიორიტეტია.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ თელიანში შიდა ცენტრალურ გზაზე მშენებელი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“ სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოს ახორციელებს.


მიმდინარე სამუშაო მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრების შემდეგ გზაზე, რომელზეც ასფალტი არასოდეს ყოფილა ასფალტბეტონის საფარი დაიგება.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.