გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფოჩხუა მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის

19-02-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ეხმიანება.


ფოჩხუას თქმით, წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის.


„წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის, განსხვავებით ამ პოსტის გამზიარებლის პატრონებისგან, რომელთა შემოსავალიც შავი ფულია და რომელსაც პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილების შეძენისთვის ხარჯავენ. და კიდევ, იქნებ ისიც გაარკვიოს პოსტის ავტორმა ჩარიცხული ფულებით, სასწრაფო წესით, რატომ ყიდულობენ ზღვის პირას სახლებს, მანქანებს და ა.შ. მათი ბოსები, როცა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამდენი ბავშვი შიმშილობს და ჯართს აგროვებს,“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.