გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ ოპერატორზე: დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაცაქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს

19-02-2025

არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს „ტვ პირველის“ ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს და სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს.


მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჯიოშვილს სამშობლოს გაყიდვაში აღებული გროშები ახარებს და აბედნიერებს, სწორედ ეს არის მოღალატის სახე.


„ არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს „ტვ პირველის“ ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს. იცით რა არის სამწუხარო, ჯიოშვილს სამშობლოს გაყიდვაში აღებული გროშები ახარებს და აბედნიერებს, აი ეს არის მოღალატის სახე, რომელიც 30 ვერცხლად სამშობლოს ყიდის და სინანულის ნაცვლად ბედნიერებას არის მიცემული, ეს ადამიანები იუდაზე დიდი გამყიდველები არიან, რადგან იუდამ შეიცნო საკუთარი დანაშაული "დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდაი" ესენი კი? საკუთარ დანაშაულს ვერ ხვდებიან,“- წერს დავით ჩიხელიძე.