გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, ხან რუსთაველზე მოაწყობენ მორალისგან დაცლილ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ

19-02-2025

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, რადიკალები ხან რუსთაველის გამზირზე აწყობენ მორალისგან დაცლილ, გაუგებარ რიტუალებს, ხან კი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის სამოსის ფასების დადგენას იწყებენ, რადგან სხვას ვერაფერს მოუნახავენ.


"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე. ხან რუსთაველზე მოაწყობენ ნორმისგან და მორალისგან დაცლილ, და საღი აზრისთვის გაუგებარ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სხვას რომ ვერაფერს მოუნახავენ, სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ, რაც პლებეიზმის და შურის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი.


კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და კითხვა მიჩნდება - ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურთ?! თუ ასე აპირებენ საკუთარ კუნძულზე დარჩენას და ბოლომდე გაველურებას?" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.