გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი სამხარაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის მიერ ფულის აღების კადრებზე: დღეს აქციაზე მყოფების 95% ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა, ეს მხოლოდ დასაწყისია

19-02-2025

ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.


სამხარაძის განცხადებით, USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება, შესაბამისად, ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი.


„ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება! ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი!


მასკის ჯგუფი უკვე მუშაობს კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე! ვამბობდი და ვიმეორებ, სიმართლეს ვერ მოერევით! ხომ ხართ გატრუნულები, შეშინებულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს, ეკლესიის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამყიდველებს? გეშინოდეთ პოლიტიკურო „პრასტიტუტკებო“. მალე“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.