გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

როგორ ახალისებენ გერმანიის და საფრანგეთის ელჩები ექსტრემიზმს და რადიკალიზმს საქართველოში

19-02-2025

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი, ფრანგ კოლეგა შერაზ გასრისთან ერთად საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას აგრძელებს.


გორში, „ხელოვნების სახლისთვის“ სოლიდარობის გამოსახატავად ჩასული გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები, სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიას, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, ექსტრემისტული და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე წარმართავენ.


„მონა“, „თქვენ ენაზე გეტყვით, Иди Наxуй“ „ენა , მამული, ერთობა“, „რეზინის ტყვიები ყვავილებივით კანზე“, Never Back to USSR”- ეს წინასწარ მომზადებულ და საგანგებოდ შერჩეულ ბანერზე შესრულებული წარწერების არასრული ჩამონათვალია. რადიკალური მოწოდებების შესახებ ფოტოს გერმანიის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვხვდებით, მოწოდებებისას, რომელსაც როგორც ჩანს გერმანიის ელჩი თავადაც იზიარებს.