გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამას აქვს ერთადერთი სახელი - ეს არის მდაბიო მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალი, რომელსაც რასაკვირველია მასში მონაწილე ადამიანებისთვის ექნება ძალიან მძიმე შედეგები - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

19-02-2025

„ეს არ არის უწყინარი გართობა, ეს არის პირდაპირი ბოროტება, მჩხიბაობის ადგილად იქცა იქ, სადაც ლიტურგიას ატარებდნენ 9 აპრილს და ხალხს აზიარებდნენ და ეს იყო სალოცველი ადგილი“, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საპროტესტო აქციებზე ქრისტიანული სარწმუნოების შეურაცხმყოფელი ქმედებების და სატანისტური რიტუალების ჩატარების შეფასებისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ის, რაც საპროტესტო აქციაზე ხდება არა პერფორმანსი, არამედ მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალებია.


„ეს არის საშინელება, ეს არ არის არანაირი პერფორმანსი, ეს არ არის არანაირი გართობა და ეს არ არის არანაირი თამაში, უწყინარი თამაში მით უმეტეს, ან ისეთი თამაში, სადაც ბავშვებიც მონაწილეობენ. ეს არის რიტუალური ქმედება და რიტუალური ბოროტება, ეს არის სატანისტური რიტუალი. შეგიძლიათ ამას რაღაცა სხვადასხვა შემფუთავი სახელები დაარქვათ, ძალიან მოსაწონი, პროგრესული და „ევროპული“, მაგრამ ამას აქვს ერთადერთი სახელი - ეს არის მდაბიო მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალი, რომელსაც რასაკვირველია მასში მონაწილე ადამიანებისთვის ექნება ძალიან მძიმე შედეგები. იმ სულიერი სამყაროდან, რომელშიც ისინი ესე შედიან, გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ. ამის შემდეგ არის მსხვერპლშეწირვა, შეიძლება კატები შესწირონ მსხვერპლად და შემდეგ კიდევ უფრო უარესი გააკეთონ“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.