19-02-2025
რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
როგორც კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნავს, ამ ამბავშიც ჩანს, „მთავარი არხი“ როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად.
„ამ ერთ ახალ ამბავშიც მარტივად ჩანს, როგორი მავნებელია „მთავარი არხი“ და როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად. რეალურად რა მოხდა, მოხდა ის, რომ პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში.
გლდანში მაცხოვრებელი ადამიანების უკეთ ინფორმირებისთვის კომენტარებში დავდებ სურათს“, - წერს იგი.