გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კარლ ბილდტი: ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი

20-02-2025

ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი, - ასე ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას.


დონალდ ტრამპი: დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება


როგორც ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ახლა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და თურქეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ.


„ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი, სად მიდის ამერიკის პოლიტიკა ამის შემდეგ, ვინმეს შეუძლია გამოიცნოს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


ახლა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და თურქეთმა უნდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა - სავარაუდოდ დაიწყებენ მსჯელობას, თუ როგორ უნდა მოერიდონ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ასპექტებს“, - წერს კარლ ბილდტი.