გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

Enjoy Travel-ის ვერსიით, ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი საუკეთესოდ დასახელდა და პირველ ადგილზე გავიდა

20-02-2025

კომპანია Enjoy Travel-ის ვერსიით საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 25 ქალაქს შორის ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საუკეთესოდ, ნომერ პირველ ადგილზე დასახელდა.


თბილისმა გაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბუდაპეშტი, ტალინი, ვალენსია, სტამბოლი და საბერძნეთის კრეტას კუნძული.


რეიტინგში, რომლის სახელწოდებაა „ციფრული მომთაბარე ადამიანებისთვის 25 საუკეთესო ადგილი“, ქალაქები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმებით: ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოების ინდექსი, სამუშაო სივრცე, ცხოვრების ღირებულება, ციფრული ვიზის მიღების შესაძლებლობა, მისი ღირებულება და ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა.