გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: ჰააგაში რუსეთთან წაგებულ პროცესზე "ნაცმოძრაობამ" მილიონობით დოლარი დახარჯა

15-11-2018

"ნაციონალური მოძრაობა", იმიტომ, რომ როგორც ჩანს უკვე მიხვდა, მათი მეორე ტურში მოგების შანსი, რბილად რომ ვთქვათ, მცირდება, ცდილობს ყველაფრის ერთმანეთთან შერევით, საქმეში გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს დააჯეროს გარკვეული ტყუილები და ისინი მათ მიჰყიდოს რეალობად. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში იმედი-Live განაცხადა.


ისინი საუბრობენ, მაგალითად, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ჰააგაში საქმე უკან არ შეაბრუნა. თუ არ ხარ საქმეში ჩახედული, ბუნებრივია გიჩნდება ეს კითხვა, რატომ არ შეაბრუნა, - ამბობს მინისტრი და იქვე განმარტავს რა არის რეალური სურათი.


„ჰააგაში ორი სასამართლოა - სისხლის, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და სადაც მოღვაწეობს ჩვენთვის კარგად ცნობილი პროკურორი ფატუ ბენსუდა. აქ საქართველო მხარე ვერ იქნება. ფატუ ბენსუდა იძიებს აგვისტოს ომის დანაშაულებს და თუ მივა დასკვნაზე, რომ მართლა არის დანაშაული, დაკავების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს სასამართლოს.


მეორე არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს თვითონ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და 2011 წლის პირველ აპრილს ეს დავა წააგო.ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს იყო მარცხი“, - ამბობს წულუკიანი და აცხადებს, რომ როდესაც ის მივა, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კითხვები ექნება და ასევე წარადგენს იმ ქვითრებს, რომელიც ადასტურებს თუ რამდენად კოლოსალური თანხები დაიხარჯა ამ წაგებულ პროცესზე.


წულუკიანს სჯერა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაადგენს დამნაშავეებს, ვინც ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა.