გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

15-11-2018

„მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს“ - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემაში „იმედი-live“.


ინაშვილის თქმით, იმ ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები იყვნენ.


„დღეს კი ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ სააკაშვილებს, ბოკერიებს, ბაქრაძეებს, ვაშაძეებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ამბიციებისგან , ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს ირჩევს ქართველი ხალხი.


„ჩვენთან ერთად, სხვა აქტიურ ჯგუფებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს და ტირანიას ვებრძოდით, დღეს სალომე ზურაბიშვილს ირჩევს ქართველი ხალხი და ის მომავალში პასუხისმგებელი და ვალდებული უნდა იყოს სწორედ ქართველი ხალხის წინაშე“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თქმით, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან ნაციონალური ხელისუფლების თანამდებობის პირების წინააღმდეგ 50 ათას ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული.


„ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს?“ - აცხადებს ინაშვილი. ამიტომაც, მეორე ტურის შემდეგ ის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების გარდა სხვა რეალობას არ უშვებს.


მისი გათვლით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძემ რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,5 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მას 80%-ზე მეტმა უთხრა უარი.