გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარიო ნავფალი: მემარცხენე რადიკალები ვაშინგტონზე შეიარაღებულ მარშს გეგმავენ

21-02-2025

ბლოგერმა მარიო ნავფალმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მემარცხენე რადიკალები ვაშინგტონზე შეიარაღებული მარშის მოწყობას გეგმავენ.

მისი თქმით, ამ გეგმას ექსტრემისტები სოციალურ ქსელ Reddit-ში განიხილავენ და არ მალავენ.


„მემარცხენე ექსტრემისტები Reddit-ზე ახლა ღიად საუბრობენ იარაღის მომარჯვებაზე და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე, რასაც ისინი „კლასობრივ ომს“ უწოდებენ. ერთმა მომხმარებელმა საერთოდ დაწერა, რომ ისინი შეიარაღებულები ვაშინგტონზე მარშს გეგმავენ. და ამას იმით ამართლებს, რომ მას, როგორც ამერიკელს ამის უფლება აქვს“, - დაწერა მან.


სოციალური ქსელის Reddit-ის კიდევ ერთი მომხმარებელი წერს, რომ შეიარაღებული მარშის საჯაროდ გამოცხადება არასწორია, თუმცა მის თხოვნას არ ითვალისწინებენ.


„ეს იგივე ხალხია, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემიზმზე“ ყვირის და ქსელში ღიად გეგმავს ძალადობრივ მოქმედებებს. გააშუქებს თუა რა ამას მედია? თუ შეიარაღებული რადიკალიზმი მაშინ ხდება პრობლემა, როცა ის მათ დღის წესრიგს არ ემთხვევა?“, - დასძინა მარიო ნავფალმა.