« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
21-02-2025
ფრანგული გამოცემა Le Point-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში შეიძლება ჩავიდეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენი წყაროების თანახმად, 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე მნიშვნელოვანი სტუმარი იქნება - დონალდ ტრამპი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გვერდით იქნება“, - წერს ფრანგული გამოცემა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრა გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრის პერსპექტივა დამოკიდებულია უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროგრესზე.