გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება

23-02-2025

საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი.


„კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება", - განაცხადა პრემიერმა.