გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს, თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას

23-02-2025

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპით.


„იანვარში გაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მდგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩვენ ჩავხურეთ ძალიან კარგი მონაცემებით. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები უნდა იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.