გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საპატიმრო შეწყალების აქტის შედეგად დატოვა“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

23-02-2025

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა საპატიმრო მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.


როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს ინფორმაცია პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


„ვეხმიანებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო.


გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.


მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.