გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი „გიზ-გიზი" მიმდინარეობს

23-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს" აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.


ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის" ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.


„გიზ-გიზი" ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი" Freeride World Tour - ის პერიოდში მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.


„ძალაინ მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ "გიზ-გიზში" მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმრები. ორი დღის განმავლობაშიბი იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას ."- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელი მაია ომიაძე.


„მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ესეთი ღონისძირბები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდრბით ამ ფესტივალს"- თამარ ფარჯიანი.

„ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი, ასევე კურორტების განვითარება"- ანა ფალიანი.