გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

24-02-2025

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს - 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" -აცხადებენ უწყებაში.