ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ლევან დავითაშვილი: გამჭვირვალე და ობიექტური საკონკურსო პროცესის შედეგად საპენსიო ფონდს ეყოლება პროფესიონალური მმართველი საბჭო

24-02-2025

„რამდენიმე რაუნდი გვქონდა კანდიდატებთან გასაუბრებების, ინტერესი იყო ძალიან მაღალი, მათ შორის, საერთაშორისო ინტერესი - ძალიან ბევრი უცხოელი პროფესიონალის განაცხადი მივიღეთ. დიდი დრო დახარჯა კომისიამ გასაუბრებებზე, საკმაოდ მაღალი დონის კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი. ქულების მიხედვით შეირჩა საერთაშორისო გამოცდილების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაღალი დონის პროფესიონალები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალე და ობიექტური პროცესის შედეგად საპენსიო ფონდს ეყოლება პროფესიონალური მმართველი საბჭო.


„რეფორმა ითვალისწინებდა მმართველობითი სტრუქტურის გაუმჯობესებას და მეორე ეტაპზე გადასვლას - იცით, რომ საპენსიო ფონდი, პირველ ეტაპზე, მუშაობდა საპილოტე რეჟიმში, რომლის დროსაც საბჭოში პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო წარმოდგენილი, ეს შეიცვალა პროფესიონალი, მუდმივი ბორდით, რომელიც უფრო მეტად იქნება ჩართული მმართველობით სტრუქტურაში. კანონმდებლობის მიხედვით, უნდა მოხდეს მარტში წარდგენა და საბოლოოდ ახალი სტრუქტურა უნდა იყოს პირველი აპრილისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.