გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს

24-02-2025

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია, ინვესტორთან კონტრაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.


„ვფიქრობ, რომ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა. თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.