გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან

25-02-2025

ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრები გაიქცნენ პირველივე გემით საქართველოდან და ახალგაზრდები მტერს შეატოვეს. მისივე განცხადებით, რუსეთთან ომის შემთხვევაში, ზურაბიშვილიც წინაპრების მსგავსად მოიქცეოდა.


„ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მტერს შეატოვეს.


ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: დღეს, მართლა ომი რომ მომხდარიყო რუსებთან, სალომე ზურაბიშვილი პირველი გაიქცეოდა, ზუსტად ისე, როგორც მისი წინაპრები გაიქცნენ.


#კლიშეებიუნდადაინგრეს," - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.