გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია: ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25-02-2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


ბაღდათის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან იწმინდება ქალაქის ქუჩები და ტროტუარები, იყრება ტექნიკური მარილი. ასევე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.


„იწმინდება ქალაქის ქუჩები და ტროტუარები. თოვლის საფარისგან სუფთავდება ასევე მცენარეები. იყრება ტექნიკური მარილი. გზების გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერის მოადგილეებთან დავით სილაგაძესთან და მერაბ ზირაქაძესთან, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე პირადად ეცნობა.


ამ დრომდე ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. ტრანსპორტი გადაადგილდება როგორც ქუთაისის, ასევე კურორტ საირმის და სოფლების მიმართულებით“, - აღნიშნულია ბაღდათის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.