გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

25-02-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.


მთავრობის მეთაურმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ გმირობაზე ისაუბრა.


„დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე - ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.