გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25-02-2025

ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


„პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა. გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა ხორციელდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე. საჭიროების მიხედვით სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები.


- ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენას "ენერგო პრო ჯორჯია" უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.
- შპს "ხელვაჩაურის წყალი"-ს საავარიო ბრიგადები დროულად ასრულებენ დაზიანებული მილების შეკეთებას.
- ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეინიშნება და მოსახლეობა სრულად არის უზრუნველყოფილი გაზის მიწოდებით“, - წერს ზაზა დიასამიძე.