გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამეგრელოში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

26-02-2025

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის ტექნიკა. იწმინდებოდა ქალაქის და სოფლებამდე მისასვლელი გზები. რეგიონში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობს. რეგიონულთან ერთად, ასევე შექმნილია მუნიციპალური შტაბები.


რეგიონის მასშტაბით დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. მოქმედებს სამხარეო და მუნიციპალური ცხელი ხაზის ნომრები. ცხელი ხაზის ნომრებს შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3568