15-11-2018
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.
სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცენტრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედროებს დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაუწევს, ასევე რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
ცენტრი უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და ხელსაწყოებით აღიჭურვება, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. სამედიცინო აპარატურის საერთო ღირებულება 1 700 000 ლარს შეადგენს.