გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში, თავიდან ბოლომდე მობილიზებულია უკლებლივ ყველა უწყება, რომ სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს

26-02-2025

მაქსიმუმი კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად, სირთულეები არის ბევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უპრეცედენტო დიდთოვლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები.


„ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის თოვლით დაფარული გზის მონაკვეთები და აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. თავიდან ბოლომდე არის მობილიზებული უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით, იმისათვის, რომ ეს სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს. სირთულეები, პრობლემები რჩება, მაგრამ სრული მობილიზაციით განაგრძობენ უწყებები მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.