გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

26-02-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს.


"გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებში გამოიყენება. საქართველოს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს" -აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.


დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან.