გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

26-02-2025

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესთან დაკავშირებით, როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, არსებობს რამდენიმე სოფელი, სადაც გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.


„არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერჯერობით ვერ შევძელით გზის გახსნა, თუმცა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს განპირობებულია რთული რელიეფითა და ამინდით. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, დავუკავშირდეთ ჩვენს მოსახლეობას,“ - აცხადებს ჩიქოვანი. 


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკა – ბორანები და თოვლმავლები აქტიურად გამოიყენება, რათა მოსახლეობას დროულად მიეწოდოს აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.


„მოთხოვნები თემების მიხედვით განსხვავებულია – ზოგიერთ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ზოგს კი - საკვები პროდუქტები. თუმცა, არის ადგილები, სადაც გზები გახსნილია, მაღაზიები ფუნქციონირებს და ადგილობრივები თავად იმარაგებენ საჭირო პროდუქტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია თითოეული ოჯახთან და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი საჭიროებები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.