გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის შანტაჟი, რომელიც დაიწყო 3 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად

27-02-2025

ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არავისთვის არის საინტერესო და უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა.


„ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას,"- აღნიშნა პრემიერმა.