გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

27-02-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „SLOW WINE FAIR” ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: „ანდრიას ღვინო“, „მეღვინეობა მანავი“, „კოლაგის მარანი“, „ანაპეა“, „დორემი“, „ჩვენი ღვინო“, „ნაფერები“, „გოცას ღვინო“ და „ნიაბის მარანი“.


გამოფენაში მსოფლიოს 29 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. იტალიურ ღვინოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური კონფერენცია და მასტერკლასები. გამოფენას, ტრადიციულად, ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდისთვის.


„SLOW WINE FAIR” უკვე მეოთხედ ჩატარდა. ქართული ღვინის მარნები გამოფენაში პირველად მონაწილეობდნენ. 


გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.